„ჯანმო”-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: აღსანიშნავია საქართველოს მთავრობისა და ქართველი სპეციალისტების წვლილი, რომ ვაქცინა დროულად ჩამოსულიყო ქვეყანაში

აღსანიშნავია საქართველოს მთავრობისა და ქართველი სპეციალისტების წვლილი, რომ ვაქცინა რაც შეიძლება დროულად ჩამოსულიყო ქვეყანაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, არასდროს ყოფილა ისტორიაში პრეცედენტი, რომ ვაქცინა ასე სწრაფად ყოფილიყო შეთავაზებული ქვეყნებისთვის.

„ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, უპრეცედენტო ძალისხმევა იყო ჩადებული და შედეგიც უპრეცედენტოა ჯერჯერობით. მე ასევე ვფიქრობ, სიმბოლურია, რომ ვაქცინების პირველი პარტია საქართველოში ჩამოვიდა კოვაქსის მეშვეობით. ეს არის ერთადერთ მექანიზმი, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ეს ვაქცინა განაწილებული იქნება ყველა ქვეყნისათვის და სწორად გაუნაწილდება იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველთვის მკაცრად იცავდა თავის პოლიტიკას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ შედეგი მივიღოთ, ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე. რაც მთავარია, როცა ვაქცინების ნაკლებობაა, მაშინ აუცილებელია პრიორიტეტი მიენიჭოს განსაკუთრებული ჯგუფებს. ჩვენ ძალიან არ გვინდოდა, რომ არ მომხდარიყო ვაქცინების ნაციონალიზაცია. გუშინ ჩვენმა რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგებ და „უისეფის“ მომარაგების განყოფილების ხელმძღვანელმა, ერთად გამოაგზავნეს ეს ვაქცინა საქართველოში. ვაქცინაცია უკვე მზად არის დასაწყებად. მე ამას იმიტომ ვახსენებ, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, გვქონდეს კარგი პარტნიორობა, სოლიდარობა და ერთად თანამშრომლობა. მე ასევე მინდა აღვნიშნო ის წვლილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ქართველმა სპეციალისტებმა შეიტანეს იმაში, რომ ეს ვაქცინა რაც შეიძლება დროულად ჩამოსულიყო ქვეყანაში“, – განაცხადა სილვიო დომენტემ.

AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიღეს და სპეციალურ მაცივრებში დააბინავეს.