მინისტრს სკამი წაართვა და პრემიერს „გაეთამაშა“

გოგონა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის გვერდით ტარიელ ხეჩიკაშვილს ადგილი “წაართვა”

ლისის ტბის ტერიტორიაზე გამართული საზეიმო მიღება მოულოდნელად პატარა გოგონას საქციელმა გადაფარა. ეს უცნობი გოგონა ბაბუას იქვე სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი.

მაშინ, როცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი სიტყვის სათქმელად სცენაზე გავიდა, მოულოდნელად პრემიერ მინისტრთან უცნობმა, პატარა გოგონამ მიირბინა, ხეჩიკაშვილისთვის განკუთვნილ სკამზე მოკალათდა და პრემიერ-მინისტრს “გაეთამაშა”.

კომენტარის დატოვება