„მე არც ბიძინას ხმა მჭირდება და არც ლანძღვა, მე ვიბრძვი გავხდე ხალხის კანდიდატი…“

თეიმურაზ შაშიაშვილი აგრძელებს საარჩევნო მარათონს. მისმა წარმდგენმა საინიციატივო ჯგუფმა ცესკოში ხელმოწერები უკვე შეიტანა.

თემურ შაშიაშვილი ამბობს, რომ ის იბრძვის გახდეს ხალხის კანდიდატი, რადგან თავისუფალი მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია და არა ვიღაცის მიერ დასმული მარიონეტი.

-მე ვიყავი ძლიერი გუბერნატორი და ვიქნები უძლიერესი პრეზიდენტი. მე არც ბიძინას ხმა მჭირდება და არც მისი ლანძღვა. ვიცი, რომ ერთადერთი ვისაც შეეძლება ქვეყანას მოუტანოს სიკეთე, იქნება მხოლოდ ხალხისგან რეკომენდირებული.

ყველაზე დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა იყო ხალხის კანდიდატი, მე არ ვამბობ რომ ასეთი მე ვარ, მე ვიბრძვი ამისთვის.

თავისუფალი მხოლოდ ხალხის კანდიდატია”-აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.