ბავშვების ჟრიამული ათონელზე – „მაჩაბელამ“ ახალი სეზონი გახსნა (ვიდეო)

ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურმა სტუდიამ „მაჩაბელა“ ახალი სეზონი დაიწყო. სტუდიაში ბევრი ახალი ბავშვი მივიდა და ხელმძღვანელი მამუკა ლომაშვილიც უკვე მერამდენედ ახალ სეზონს ახალი შემართებით და განახლებული პროგრამით იწყებს.

ახლა მაჩაბელა სპექტაკლის „პიტერ პენის“ განახლებაზე მუშაობს და თეატარლური ფესტივალისთვის ემზადება.

საბავშვო თეატრების ფასტივალი „მაჩაბელა“ წელს მეათედ იმართება და მთელი საქართველოს მაშტაბით საბავშვო თეატრებს თბილისში, ოქტომბრის ბოლოს უმასპინძლებს.

GmTV წელსაც ტრადიციულად მომავალი თაობის გვერდით იდგება და ფესტივალის დღიურებს შემოგთავაზებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ სპექტაკლებზე დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს.