ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია იწყება

ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით აქციები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

ერთ-ერთი მონაწილე თავის დაწვითაც იმუქრება თუ კახა მახათაძე არ გადადგება.

იხ.

https://www.gmtv.ge/47283-2/

ამ წუთებში სააგენტოს ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე დაუკავშირდა და განაცხადა, რომ სამშაბათიდან, 25 სექტემბრიდან შიმშილობას იწყებენ.

-„სამშაბათიდან აქციის მონაწილეები იწყებენ შიმშილობას, მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს ზესტაფონის მერი. შიმშილობის აქცია არ შეწყდება, თუ არ გადადგება მახათაძე.

კარგი იქნება აქციას მიამაგრონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ვინმე ცუდად რომ გახდეს.

იმედია ადგილობრივი ხელისუფლება  გამოფხიზლდება და ხალხის ხმას გაიგებს“-აცხადებს გოგლიჩიძე.