„მანდატურის სამსახურის უფროსის პოსტზე ვაკანსია გამოცხადდა, ბრავო, ბატიაშვილს!“

გაათავისუფლა თუ არა მანდატურის სამსახურის უფროსი განათლების ახალმა მინისტრმა? რა ინფორმაციას ფლობს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი და რატომ ემადლიერება მუდამ მინისტრებთან მებრძოლი ფერაძე ბატიაშვილს?

ამ კითხვებით ჩვენ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელს დათო ფერაძეს დავუკავშიდით.

-შეუძლებელია დადებითად არ შევაფასო მორიგი საკადრო ცვლილება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის პოსტზე გამოცხადდა ვაკანსია, ნიშნავს იმას, რომ როგორც იქნა დაადგა საშველი და კორუმპირებული, პოლიტიკური დევნის ერთ ერთი ინიციატორიც, როგორც იქნა მოვიშორეთ. სოწრედ ამიტომ, მადლობის მეტი რაღა მეთქმის მინისტრ ბატიაშვილისადმი.

ამ საკადრო წმენდებში, რომლებიც მანამდეც განხორცილედა, კერძოდ, სანიკიძის, გიგაურის, მაჩაბლის და მოურეველი მიმინოშვილის სისტემიდან გაძევებაში მე რომ ლომის წილი მაქვს, სადავო არ უნდა იყოს. უამრავჯერ დავდეთ მათ დარღვევევბზე ინფორმაცია და ვითხოვდით ამ ადამიანების თანამდებობრივ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თავის დროზე კვირიკაშვილი შეშინდა ჩვენი აქტივობით და სანიკიძე გაუშვა მინისტრის პოსტიდან, მაგრამ რად გინდა, მერე ხარისხის სამსახური ჩააბარეს.

თქვენი სააგენტო ხშირად ავრცელებდა პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის აქტივობებს და იცით, რომ ჩვენ არ შევეშვით ამ ჩინოვნიკებს და აი, გამოჩნდა კაცი, რომელმაც ერთი ხელის მოსმით განახორციელა უკვე დაგვიანებული წმენდა და ზუსტად ჩვენი გამომზეურებული კორუმპირებული ნეპოტისტური კლანი მოიშორა.

ბრავო! მაგრამ ჩვენი თვითმიზანი როდია მხოლოდ პირების ჩანაცვლება. ჩვენ ვერ შევეგუებით, თუ ერთ კლანს მეორე შეცვლის. პროფესიონალები უნდა მოიზიდონ. ჩვენ მზადყოფნას ვახდადებთ თანამშრომლობაზე, კიდევ ერთი: მარტო თანამდებობრიივი პასუხისმგებლობა არანაირად არაა საკმარისი, თუ დამნაშავე კლანმა პასუხი არ აგო. გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ამ სახლში გაშვებული ადამიანების საქმიანობის სამართლებრივი შესწავლა და იმედია, აგებენ კიდეც პასუხს კანონის წინაშე. ასევე მნიშვნელოვანია ახლა მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის შეჩერება ან მკვეთრად შეცვლა. გვაქვს ორივე მიმართულებით ხედვა, როგორც შეჩერების, ისე პროგრესულად მოდერნიზების კუთხით.