“თუ ამ ბიჭს არ ეყოფა გამბედაობა, “ოცნების” სხვა ლიდერებმა მოიხადონ ბოდიში!”

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„მოვითხოვ ამ ყმაწვილმა მომიხადოს საჯაროდ ბოდიში მე და ჩემს თანამოაზრეებს, რომლებიც ვიბრძოდით წლები. მეორე მოთხოვნაა, დაჯდეს და მოყვეს რას აკეთებდა 2012 წლამდე, ეს თმა გაპუწული გოგლი-მოგლი ბიჭი. თუ ამ ბიჭს არ ეყოფა გამბედაობა, ოცნების სხვა ლიდერებმა მოიხადონ ბოდიში“ – აცხადებს ელისაშვილი.

შედახსენებთ:  ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხად,ა რომ მას არ ახსოვს გიგი უგულავას მერობის დროს, 2012 წლამდე, ალეკო ელისაშვილს დედაქალაქში არსებული პრობლემები გაეპროტესტებინა. დამოუკიდებელი დეპუტატის ზემოთ მოყვანილი განცხადება სწორედ ამ სიტყვებს მოჰყვა.

კომენტარის დატოვება