“მანქურთებს დააკვირდით, დღეიდან დაიწყებენ დავალების შესრულებას!”

გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი 

რუსებმა თქვეს:
1. საქართველოში დაზვერვას ვაწარმოებთ ინტენსიურათო, ტექნიკური საშუალებების გამოყენებითო.
2. შპიონები გვყავს ბევრიო, როგორც ფასიანი აგენტები ასევე გულუბრყვილო შტერები, რომელიც ბევრს ლაპარაკობენო.
3. მიუხედავად ამისაო, მაინც არ ვიცით ზუსტად რა ხდება ლაბორატორიაშიო.
4. მაგრამ ჭორებით ვიცითო ( ეს ჭორებით კვება თანამედროვე ტრენდია ეტყობა, ერთს ვიცნობ, ჭორებით აპირებს საკმაოდ მოზრდილი ინსტიტუციის მართვას და არაფერი გამოსდის), ქართველებს აწამებენ მაგ ლაბორატორიაშიო;
5. ჩვენ ძალიან გვიყვარს ქართველებიო, იმდენად, რომ არააფერზე უკან არ დავიხევთ მათ ამერიკელი სამხედროების კლანჭებიდან გამოსახსნელადო.

დასკვნა: ჯერ არ იციან რაში გამოადგებათ, მაგრამ “ზაგატოვკას” მაინც ამზადებენ, ყოველი შემთხვევისათვის. ნუ დაასხამთ მათ წისქვილზე წყალს. გულუბრყვილოდ მოჭიკჭიკეებს ვგულისხმობ. თორემ, მანქურთებს დააკვირდით, დღეიდან დაიწყებენ დავალების შესრულებას.