“25!!! კიდევ ერთხელ შემიცოდებენ საარჩევნო პროგრამებში და გვირგვინით შეამკობენ ამ სიბრალულს…”

სალომე კაპანაძე

“აფხაზეთი ჩემი სახლია”-ს დამფუძნებელი.

-“ოცდამეხუთეჯერ დავტოვებ ჩემს ქალაქს…

დღეს მე გამომაძევებენ ჩემი წარსულიდან…

დღეს ვიღაც მოკვდება ჩემს გამო და მე დამრჩება ვალი, რომელიც უკან დაბრუნებით უნდა გადავუხადო…

დღეს კიდევ ერთხელ შემიცოდებენ საარჩევნო პროგრამებში და გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკობენ ამ სიბრალულს…

დღეს 27 სექტემბერია!”