ქუმსიშვილი ყიფიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

“ო,ეგა ჯგუფის” საქმეზე დიმიტრი ქუმსიშვილის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია მთავარ პროკურატურას მიმართავს. ის სპორტის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

„დიმიტრი ქუმსიშვილის პოზიცია არის შემდეგი, რომ მან რამდენიმე დღის წინაც დაანონსა, რომ ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას და ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმ სამართლებრივი ბრძოლის ნაწილის და ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან, დაუყოვნებლივ იქნეს დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა ლევან ყიფიანის მიმართ, თუ დადასტურდა ეს ჩანაწერები, ავთენტურობა, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში და ის მზად არის, ხვალვე გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში, მისცეს შესაბამისი ჩვენება,“ – განაცხადა ადვოკატმა.

საქმე ეხება „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ჩანაწერებზე, სადაც ლევან ყიფიანი დიმიტრი ქუმსიშვილის გვარს ახსენებს.