ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს და სისტემის ჩამონგრევას საზოგადოება მას არ აპატიებს

სამოქალაქო აქტივისტები, აქციების ორგანიზატორები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები დედაქალაქის მთავარი გამზირიდან კარვების აღებას აპროტესტებენ და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ირღვევა. პარლამენტთან ახლა კარვების ნაცვლად საბავშვო ატრაქციონები დგას.

საახალწლო ატრაქციონების ნაწილი გაურკვეველი მიზეზების გამო ჩაიფუჩა, თუმცა როგორც მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, ატრაქციონები მალე ისევ მწყობრში მოვა.

სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს და სისტემის ჩამონგრევას საზოგადოება მას არ აპატიებს.

“შვილმოკლული მამის კარვის ადგილას ივანიშვილმა რაღაც ბატუტი დადგა, ვინც დაიჭირეს დაიჭირეს, ვინც არა და წვივებში გვირტყეს. ამ სისტემის ჩამონგრევა არ ეპატიება ბიძინა ივანიშვილს,”  – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.