ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი

ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი.

მსურველები რეგისტრაციას 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე შემდეგ სერვის ცენტრებში გაივლიან:

* ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში არსებული სერვის ცენტრი – შარტავას ქუჩა N7

* ვაკის სერვის ცენტრი – თამარაშვილის ქუჩა N10ა

* გლდანის სერვის ცენტრი – დ. სარაჯიშვილის ქუჩა N1გ

* ისნის სერვის ცენტრი – ნავთლუღის ქუჩა N8/1

* დიდუბის სერვის ცენტრი – რობაქიძის გამზირი N2

* სამგორის სერვის ცენტრი – მოსკოვის გამზირი N14

* კრწანისის სერვის ცენტრი – ორთაჭალის ქუჩა N4, II სართული, საუბნო განყოფილების შენობა

* მთაწმინდის სერვის ცენტრი – ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N48

* ჩუღურეთის სერვის ცენტრი – ზაზიაშვილის ქუჩა N2, დადიანის ქუჩა N1 (არმისული ქარვასლასთან, საუბნო განყოფილების შენობა)

* საბურთალოს სერვის ცენტრი – ა. მიცკევიჩის ქუჩა N29

* ნაძალადევის სერვის ცენტრი – გურამიშვილის გამზირი, N16 კორპუსის მიმდებარედ

ტაქსების რეგისტრაცია 1 აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც.

ამჟამად გაცემულია 9600-ზე მეტი ნებართვა.

აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე ტაქსებს 1 ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება.