ლუკა კურტანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია – წარმატებები!

მაკედონიაში, ქალაქ სკოპიეში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ვროპის ხუთგზის ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი ლუკა კურტანიძე იღებს. ქართველი სპორტსმენი ფინალშია.

ჩემპიონატში 45 ქვეყანა მონაწილეობს.

ფინალი დღეს თბილისის დროით 20:00 დაიწყება.

წარმატებები ჩვენს სასიქადულო სპორტსმენს.

ხვალ კი მეორე ქართველი სპორტსმენი სოსო ხუციშვილი იჭიდავებს.