„ქართველი ჯარისკაცის ტკივილი უნდა ესმოდეს საქართველოს მთავარსარდალს!“

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარსარდალს უნდა ესმოდეს მისი ჯარისკაცების და დაუშვებელია არ ჰქონდეს გავლილი სამხედრო მომზადება. მისი თქმით არამც თუ პრეზიდენტად, არამედ არცერთ არჩევით თანამდებობაზე არ ინდა იყოს ასეთი პირი.

„ვისაც არ უმსახურია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, იმათ უფლებაც აღარ უნდა მისცე არამც თუ პრეზიდენტად, არამედ არცერთ არჩევით (პარლამენტი, ადგილობრივი თვითმართველობა, მერი,) ორგანოში მონაწილეობის უფლება, ასევე არცერთ თანამდებობაზე არ უნდა დაინიშნოს ასეთი პირები! გინდა ქალი იყოს და გინდა კაცი. (დღეს ქალებიც წარმატებულად მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში)
ქართველი ჯარისკაცის ტკივილი უნდა ესმოდეს საქართველოს მთავარსარდალს!“-აცხადებს ლილუაშვილი.

აქვე პარტია „საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ყველა კანდიდატს მიმართავს:

-„საქართველოს პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს გთავაზობთ 2018 წლის 10 ოქტომბერს 14 : 00 საათზე (ოთხშაბათს) შევიკრიბოთ მერაბ კოსტავას ისტორიულ ეზოში მიხეილ ზანდუკელის 1;
შევხვდეთ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს,
აღვადგინოთ ტრადიცია როდესაც მერაბის ეზოში იკრიბებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მამულიშვილები და ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხები“.