15 ოქტომბერს ფერმერი ქალები თელავში გელიან

ფერმერ ქალთა ასოციაცია საზეიმოდ აღნიშნავს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და ფერმერი ქალები ყველას  15 ოქტომბერს თელავში გელიან.

მოეწყობა ნამდვილი ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირინა ფხოველიშვილის თქმით, ასეთი ბაზრობები სულ მალე უფრო მაშტაბურ სახეს შეიძენს, რაც დიდი მხარდაჭერა იქნება მეწარმე ქალბატონებისათვის.

გამოფენა-გაყიდვა 10 საათზე დაიწყება და 17 საათამდე გასტანს.

გამოფენა გაიმართება რუსთაველის 4 ნომერში, ბატონის წყალთან.