როცა უბრალო სიტყვა-მადლობა-მთელ ძვირფასეულობაზე ძვირფასი და თბილია…

მადლობის თქმა რომ უკვე ძალიან იშვიათობაა, ეს აქსიომაა, არადა ადამიანებს ცუდთან ერთად კარგის დანახვაც უნდა შეგვეძლოს.

დღეს სოციალურ ქსელში თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გულბათაშვილის სტატუსი მოგვხვდა თვალში.

ნინო გულბათაშვილი

-ძირითადად ლანძღვის, წყევლის, ჭკუის დარიგების და ფუჭი რიტორიკის ობიექტები ვართ ხოლმე ბაღები. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ხედავენ და მადლობასაც იხდიან. ძალზედ გაკვირვებული ვარ. მადლობა 216-ე ბაღს:

თამამად შემიძლია უკვე ვთქვა ამონარიდი ერთი ჩანაწერიდან:

-,,ანგელოზები და ფერიები ცაში არ ცხოვრობენ. ისინი ჩვენს გვერდით არიან. ზოგჯერ ძნელია მათი შემჩნევა, რადგან ვფიქრობთ, რომ მათ აუცილებლად დიდი ფრთები უნდა ჰქონდეთ. მაგრამ მათ არა აქვთ ფრთები, რადგან უბრალო ადამიანები არიან. ჩვენს მახლობლად ცხოვრობენ და კეთილი გული უდევთ მკერდში. სიკეთის კეთება კი მათი ბუნებაა,,და ეს სიტყვები ნამდვილად თქვენ გეკუთვნით ჩემო ძვირფასო ადამიანებო ბაღების მართვის სააგენტოდან.თქვენ ისეთი სიკეთე გააკეთეთ ჩემი პატარა შვილიშვილისთვის-…….(სახელი და გვარი წავშალე) და ისეთი დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ რასაც ნაკლებად მოველოდი.მას ხომ 4 წლის ასაკში დიაბეტი აღმოაჩნდა და ჩვენ იმაშიც გაგვიმართლა რომ 216 ბაღში დავდივართ,სადაც იდეალური დირექტორი და ასეთივე მასწავლებლები არიან.ყველანი გვეხმარება სირთულეების დაძლევაში.ყოჩაღ თქვენ რომ ასეთი კარგი და კომპეტენტური კადრები გყავთ შერჩეული. მოკლედ უდიდესი მადლობა ჩვენი პატარას დახმარებისათვის და იმ სიკეთისათვის, სიყვარულისათვის, ზრუნვისათვის, ყურადღებისა და სითბოსათვის რასაც თქვენ ჩვენი პატარების მიმართ იჩენთ. პატივისცემით……

ეს ის შემთხვევაა, როცა უბრალო სიტყვა-მადლობა-მთელ ძვირფასეულობაზე ძვირფასი და თბილია, თუმცა, პირველი შემთხვევა არ არის და სააგენტომ ადრეც გააშუქა მშობლის გულითადი მადლობა.

-მადლობა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო-ს კანონის აღსრულებისთვის და მადლობა ბაღს, ასე გულისხმიერად რომ მოეკიდა ამ საქმეს (ბაღს შეგნებულად არ ვუთითებ)!“-წერდა მშობელი.

ძალიან მოგვინდა ეს სტატია კიდევ ერთხელ შემოგვეთავაზებინა თქვენთვის.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1/

კარგია, როცა გულით ნათქვამი გულს ესმის….