“ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ ვადამდელი არჩევნები”

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე იმ ჩანაწერებს ეხმიანება, სადაც მირზა სუბელიანი რამდენიმე დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს.

ჭიჭინაძის თქმით, ეს ჩანაწერი არის დასტური იმისა, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. დეპუტატი ფიქრობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნაა.

„ვარ შეურაცხყოფილი და ამას ნებისმიერი დეპუტატი უნდა აცნობიერებდეს, რომ ამდენი წლის მანძილზე ზურგს უკან ასეთი  საშინელებები ხდებოდა. ვფიქრობ, სახუმარო აქ არაფერია. შემაშფოთებელია და იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას არ აქვს ადეკვატური პასუხები მე ვფიქრობ, რომ მათ თავიანთი ფუნქცია ამოწურეს და ზოგადად ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური კრიზის და ამის ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ ვადამდელი არჩევნები,“-ამბობს ჭიჭინაძე.