„საეთერო სივრცის პრაქტიკული ჩაკეტვის გამო, ყოველდღე, 18 საათზე ფეისბუქის საშუალებით მივმართავ ამომრჩეველს“

პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი აცხადებს, რომ მისთვის დახშულია საინფორმაციო-სატელევიზიო სივრცე, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება არჩევნებამდე ყოველდღე,18.00 საათზე ფეისბუქის საშუალებით  მიმართოს ამომრჩეველს.

-იძულებითი ნაბიჯი და თხოვნა მეგობრებისადმი..

ჩემთვის საეთერო სივრცის პრაქტიკული ჩაკეტვის გამო- ორი თვეა მიდის აქტიური საარჩევნო კამპანია და ვერ მოვახერხე პროგრამის წარდგენა,არ მეძლევა მიმდინარე მოვლენების კომენტირების საშუალება, სრულ იგნორირებას მიკეთებენ მაუწყებლები : რუსთავი 2,იმედი,მაესტრო,პირველი,იბერია,პირველ არხზე დღემდე ჯამში 15 წუთი მქონდა .

,იმის გამო,რომ საარჩევნო პროცესი,სიებით დაწყებული და დებატებით დამთავრებული, ქვეყანაში გამეფებული სიყალბის გაგრძელებაა,

საჭიროდ ჩავთვალე ,ძირითადში რეგიონებში ვიყო და ხალხს არაორგანიზებული,მაგრამ უშუალო შეხვედრებით ვუთხრა სათქმელი …

გადავწყვიტე ,არჩევნებამდე, ყოველდღე,18.00 საათზე ფეისბუკის საშუალებით მივმართო მეგობრებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს….

ჩვენ ვიქნებით ბევრნი,თუ ჩემი მეგობრები ჩაერთვებიან ,გვექნება კონტაქტი ფეისბუკ-მიმართვის დროს…კიდევ უკეთესი,თუ გააზიარებენ გადაცემას..

ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!-აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.