„ვაშაძის პლაკატებისგან ასუფთავებენ და მაშინვე “გირჩი” ისახება-რასთან გვაქვს საქმე?!.“ (ვიდეო)

გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი, საზოგადოება „ივერიას“ წევრი დავით ნებიერიძე აცხადებს, რომ მთელი ქალაქი „გირჩის“ სიმბოლიკებით გაივსო. მისივე თქმით, მერიის დასუფთავების სამსახურის მიერ გასუფთავებულ კედლებზე „გირჩის“ სიმბოლიკებია გამოსახული.

მერიის დასუფთავების სამსახური ასუფთავებს კედლებს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატებისგან და იმ წუთშივე ამ დასუფთავებულ ადგილებზე ჩნდება „გირჩის“ სიმბოლიკები. ამ დილას ყაზბეგის გამზირზე გადავიღე ვიდეო, რომელიც ჩემს სიტყვებში დაგარწმუნებთ. მინდა ვკითხო ბატონ ჯაფარიძეს, რასთან გვაქვს საქმე? თუ ვაშაძის პლაკატები არ შეიძლება, გირჩისთვის დაშვებულია?“-აცხადებს ნებიერიძე.

https://www.facebook.com/david.nebieridze.125/videos/pcb.1973092119447551/1973090472781049/?type=3&theater