„ასეთი შეხვედრა ჯერ არ გვქონია, მოქალაქეებმა აქეთ ჩაგვიტარეს აგიტაცია…“

გაერთიანებული ოპოზიციისძალა ერთობაშიადუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ისთანიანთკარის და  მეზვრიანთკარის მოსახლეობას შეხვდა.

-ასეთი შეხვედრა ჯერ არ გვქონია, ხალხის განწყობა ამაღლებულია, ელოდებიან ცვლილებებს, აქეთ ჩაგვიტარეს აგიტაცია და ღიად დააფიქსირეს თავიანთი აზრი. არ მოსწონთ დღევანდელი მდგომარეობა, გაცრუებული აქვთ იმედები, რაც შეეხება კითხვას, მიდიან თუ არა არჩევნებზე, დიახ, ყველა მიდის და უკვე გადაწყვეტილი აქვთ ვის მისცენ ხმა“-აცხადებს ოტიაშვილი და აქვე კიდევ ერთხელ მიმართავს საზოგადოებასაც და ოპონენტებსაც.

-მთავარია ამომრჩეველი წავიდეს არჩევნებზე და არაფრის შეეშინდეს, ოპონენტებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ნუ იყენებენ ბოროტად თანამდებობებს და ადმინისტრაციულ რესურსს“-ამბობს ზურა ოტიაშვილი.

აქვე შეგახსენებთ:

27 ოქტომბერს, 14:30 საათზე, დუშეთის კულტურის სახლში გაიმართება პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა  ამომრჩეველთან.

იხ.

https://www.gmtv.ge/48924-2/