დიდი მხიარულება ათონელზე – „მაჩაბელა“ იწყება!

დღეს საბავშვო თეატრების ფესტივალი – „მაჩაბელა“ იწყება. ფესტივალის მასპინძელია ათონელის თეატრი.

დასწრება უფასოა, ასე რომ, მშობლებო, წაიყვანეთ ბავშვები ათონელზე და მათთან ერთად გაატარეთ დრო.

დღეს ფესტივალის ფარგლებში 4 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.

მაჩაბელას მონაწილეებს საჩუქარი გაუკეთა ზედაზენმა, რისთვისაც ფესტივალის ორგანიზატორები მადლობას უხდიან სს ქართული ლუდის კომპანიას.

ბავშვებო, მშობლებო, მასწავლებლებო! მაჩაბელა გელით!