წავკისის მაცხოვრებლები საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან

წავკისში ადგილობრივმა მოსახლეობამ შპს ,,მაგთიკომი”-ს მიერ ფიჭური რადიოსადგურის, ანძის დადგმა გააპროტესტა. მათი თმით ანძას დიდი გამოსხივება აქვს და ჯანმრთელობისთვის საშიშია.

მოსახლეობის აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა “ნაციონალური მოძრაობის”  წევრმა, კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი აბესაძემ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.

ჩვენ ირაკლი აბესაძეს დავუკავშირდით.

-„მიუხედავად იმისა,რომ ქალაქის მერიამ იცოდა მოსახლეობის უარყოფითი განწყობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც 350 მოსახლის ხელმოწერაც არსებობდა, ნებართვა მაინც გასცა.
კომპანიამ აღნიშნული გადამცემის დამონტაჟება მალულად დაიწყო.
მაგთიკომს სოფელში კარგი დაფარვის ზონა და სიხშრე აქვს. მოსახლეობა დამატებითი ანძის დადგმის აუცილებლობას ვერ ხედავს. თბილისის მერია, მათ მოთხოვნებს უყურადღებოდ ტოვებს, წავკისის მაცხოვრებლები დათმობას არ აპირებენ, საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან და მუნიციპალიტეტიდან რეაგირებას ითხოვენ“-გვითხრა აბესაძემ.

კომპანია „მაგთიკომი“ კი აცხადებს, რომ ანძის დადგმა კანონის სრული დაცვით მოხდა და არც ჯანმრთელობისთვის არის საშიში.

კომენტარის დატოვება