“სასწაული რომ მოხდეს და უკან ასვა, ახალ ტოტსაც არ დააყრიან კარგ დღეს”

სოსო მანჯავიძე

-ჩუქჩა ხეზეა და იმ ტოტს ხერხავს,რომელზეც ზის.
გამოივლის მგზავრი და ეუბნება,ნუ ხერხავ,ჩამოვარდებიო.
არ დაუჯერებს ჩუქჩა, მოხერხავს,ჩამოვარდება,მგზავრს გამოეკიდება და დაუჩოქებს-უკან ამსვი დიადო შამანოო.

ასეა “ქართული ოცნების’ საქმე.

არჩევნების წინ მთელი წელი რომ ხერხავდნენ ხალხის მხარდაჭერისა და მოთმინების ტოტს,რა დიადი შამანობა სჭირდებოდა იმის დანახვას,რომ ჩამოვარდებოდნენ?

თუმცა სასწაული რომ მოხდეს და უკან ასვა,ახალ ტოტსაც არ დააყრიან კარგ დღეს.

ალოკაციის მეთოდით დაადგენენ, რომ ხერხვის შედეგად ტოტი კი არ ჩამოვარდება,არამედ გამყარდება.

ამიტომ,ხერხით და მჭრელი საგნებით ჩუქჩას ხეზე ასვლა არ შეიძლება.

ერთხელაც არ გაუმართლებს და კისერს მოიტეხავს მორიგი ტოტის მოჭრის შემდეგ.