“ვიბრძოლოთ ყველანაირი მეთოდით, არა ნაციზმის რეინკარნაციას!”-აქცია ვერის ბაღში

ვერის ბაღში აქცია-არა წარსულს!-მიმდინარეობს. აქციაზე ისმის ძველი ქართული სიმღერები. აქ შეკრებილი საზოგადოება აცხადებს, რომ აქცია აპოლიტიკურია.

აქციაზე იმყოფებიან სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებიც. ვერის ბაღში მივიდნენ გოგა ხაინდრავა და დავით მაღრაძეც. აქ არის უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძეც.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ წინა რეჟიმი მთლიანად არ ჩამოშორდება მმართველობის სათავეებს.

-არა ნაციზმის რეინკარნაციას, არა აგრესიულ რევანშს! ვიბრძოლოთ ყველანაირი მეთოდით, რომ არ დაბრუნდნენ მოძალადეები, არ დაბრუნდეს ნაციონალური მოძრაობა!”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.