„დავუდგებით გვერდში ცეზარს… ჩვენი ხმა ცეზარ ჩოჩელს!“

მცხეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ის ამჯერად ნატახტარსა და მისაქციელში გაესაუბრა მოსახლეობას, ხალხის პრობლემებიც მოისმინა და თავისი სამომავლო გეგმებიც გააცნო.

„თუ ჩვენ მხარში არ დავუდგებით, მარტო ცეზარი ვერ აყვავებს სოფლებს და რაიონებს,  ასე რომ დავუდგებით გვერდში ბატონ ცეზარს… ეს კაცი ახლა კი არა, გასული 4 წლის მანძილზეც რომ ქართულ პოლიტიკაში ყოფილიყო, არა მარტო მცხეთის, არამედ ქვეყნის საქმეც გაცილებით უკეთ იქნებოდა! ვინც რა უნდა თქვას და „დაგვარიგოს“, ჩვენ ჩვენი ჭკუა და თვალი გვაქვს, ასე რომ – ჩვენი ხმა ცეზარ ჩოჩელს!” -განაცხადეს შეხვედრაზე მისულმა მოალაქეებმა.

მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს და ყოველ ახალ შეხვედრაზე სულ უფრო მეტი ამომრჩეველი მიდის მასთან.

-“უშუალოა, ღია და გახსნილი ადამიანია, მასთან ისევე შეგვიძლია ლაპარაკი, როგორც ოჯახის წევრთან, “ბატონობით” რომ არ მიმართო, არ ეწყინება, პირიქით, ამბობს-პირდაპირ ვისაუბროთო. ეს კი ძალიან მომწონს” – აღნიშნა შეხევდრაზე მისულმა ქალბატონმა.

14203222_153097841806566_2812122455972741587_n 14222206_153097838473233_6148007817827965683_n 14224697_153098381806512_7475819474719136000_n 14317358_153097865139897_644276987671696880_n

კომენტარის დატოვება