“თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა “ოცნების” კანდიდატის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

ნაძალადევის რაიონში, თბილისის მე-17 საარჩევნო უბანში, “თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან მელიქიამ საკუთარი კანდიდატურა “ქართული ოცნების” კანდიდატის, სოფო კილაძის სასარგებლოს მოხსნა.

-“ბევრი ფიქრისა და გაანალიზების შემდეგ, გადაწყვეტილება მივიღე, მოვხსნა ჩემი კანდიდატურა თბილისის მე-17 საარჩევნო ოლქში. ეს ჩემი მშობლიური უბანია, სადაც ყველა მიცნობს და ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულობით არასოდეს გამოვირჩეოდი, რომ მინდოდა ნაძალადევის რაიონის განვითარებაში ჩემი წვლილი შემეტანა. გარკვეული მიზეზებისა და პარტიაში განვითარებული მოვლენების გამო, ვხსნი ჩემს კანდიდატურას “ქართული ოცნების” კანდიდატის, სოფო კილაძის სასარგებლოდ“ – ნათქვამია მელიქიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარის დატოვება