ჩემდა გასაოცრად, ოცნების კონკურენტად ისევ ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა იკვეთება

„ქართულ ოცნებას“  სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. ჩემდა გასაოცრად, ოცნების კონკურენტად ისევ ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა იკვეთება-ახალი რაც შექმნეს-ვაშაძე და მასთან გაერთიანებული პარტიები, მე ვფიქრობ, რომ მთავარი ნაციონალური მოძრაობა სწორედ ეს გახლავთ, სააკაშვილმა ყველა ნაღები ძალა აქ გააერთიანა. მისი ფავორიტი ვაშაძე კარგად იცით ახალგაზრდებზე რა აქცენტებსაც აკეთებდა,  ბურჭულაძის განცხადებებიც გაიხსენეთ, მიშა მაჭავარიანი და მისი ძმა ულაგებდნენ მთელ სტრუქტურას  და მეორე ძირითადი ნაციონალური მოძრაობა რომ ჰქვია.

რაც შეეხება ვაშალომიძეს, ბერძენიშვილს და თარხან- მოურავს, მგონია რომ სამივე  ერთი დონეა და მათ შორის ლიდერს მე ვერ გამოვკვეთავ. ვაშალომიძე ტელევიზიით არ გამოდის და არ საუბრობს, რა სურს და არ სცემს პასუხს კითხვას-მის დროს რა გაკეთდა. საერთოდ პოლიტიკოსები ბოლო ადგილზე რომ გადიან, ისინიც გამოდიან და ამბობენ რომ გაიმარჯვებენ, თუმცა ძალიან კარგად იციან ვინ გაიმარჯვებს“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე.

 

კომენტარის დატოვება