ძებნილი პოლიციელის ოჯახი გარდაცვლილის ოჯახს უჩივის

   დავით ცხვარაძე

გარდაცვლილი დემურ სტურუას ბიცოლა სამართალდამცავ უწყებაში  დაკითხვაზე დაიბარეს. ქალბატონის თქმით, შეკითხვები თევზაძეების სახლში მის გამოჩენას შეეხებოდა, რის გამოც პოლიციელის ოჯახმა პროკურატურაში უჩივლა.

როგორც ოჯახის ახლობლები და მეზობლები ამბობენ, გოდერძი თევზაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არავის აქვს. მიმალვაში მყოფი პოლიციელი კი მეორე დღეა ოფიციალურ ძებნაშია. მას შემდეგ, რაც გოდერძი თევზაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად წაუყენა, სტურუების ოჯახი აცხადებს რომ თევზაძე გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს და მას სამართალდამცავების ნაწილი ხელს აფარებს.

სტურუების წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში არ საუბრობენ.

გოდერძი თევზაძის ახლობლები მედიასთან კონტაქტს ერიდებიან, მათ პოზიციას, ადვოკატი აჟღერებს.

გარდაცვლილის დედა პროკურატურას ბრალდებულის დასაკავებლად კონკრეტულ დროს აძლევს და შიმშილობას აანონსებს.

 

კომენტარის დატოვება