„ჩემი შვილის ხე“ – გამწვანების კვირეული ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულაში“

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულაში“, რომელსაც 17 სექტემბრიდან ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 500 ბავშვზე გათვლილი კორპუსი შეემატა, გამწვანების კვირეული ბაგა-ბაღის დირექტორის, იაგო მაისურაძის ინიციატივით დაიწყო,

აქცია ბავშვების მშობლების ჩართულობით მიმდინარეობს. მშობლები ბავშვებთან ერთად თავად რგავენ ხეს, სწორედ ამიტომ აქციას უწოდეს „ჩემი შვილის ხე“.

დირექტორის განცხადებით, ეს არ არის ერთდღიანი აქცია. მათ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ მშობლებს საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვთ, ამიტომ ბაღის ეზოში ხეს მშობლები და ბავშვები დარგავენ ამ ორი კვირის მანძილზე მაშინ, როდესაც ისინი ამისთვის დროს გამონახავენ.

„ყველამ უნდა გაითავისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ. დარგოს ერთი ხე და შვილივით მოუაროს მას, გაამწვანოს ბაღი და არ გააფუჭებს ნარგავები. მწვანე გარემო, ეს არის _ ჯანმრთელი, სუფთა ბუნება ჩვენი და ჩვენი შვილებისათვის,“ – ამბობს იაგო მაისურაძე.