„არ შეშინდეთ! ერთად დგომით მშვიდობიანი ბრძოლა გამარჯვებისთვის!“

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი კიდევ ერთხელ მადლობას უხდის გაერთიანებულ ოპოზიციას, მადლობას უხდის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა პირველ ტურში და თამამად დააფიქსირა არჩევანი.

ზურაბ ოტიაშვილი ამბობს, რომ მას წლებია კონტაქტი აქვს ხალხთან და იცის მათი ჭირიც და ლხინიც, იცის მათი ფიქრები და დაწმუნებულია, რომ მეორე ტურში იმაზე მეტად აქტიურები იქნებიან, ვიდრე პირველში. ოტიაშვილი მხარდამჭერებს  საბოლოო გამარჯვებისკენ მოუწოდებს.

ზურაბ ოტიაშვილი განსაკუთრებით დიდ მადლობას უხდის საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და ამბობს, რომ ახლა ორმაგად აქვს მათი იმედი.

-არ შეშინდეთ! თქვენ ვერავინ მოგიხსნით დახმარებას, ვერავინ გაბედავს გაგათავისუფლონ თქვენ ან თქვენი ახლობლები სამსახურებიდან, ჩვენ თქვენი და თქვენ ჩვენი იმედი გქონდეთ, გპირდებით ყველა უსამართლოდ ჩაგრულის გვერდით ვიქნები ბოლომდე.

ერთობით დღის წესრიგში დავაყენეთ და რეალობად ვაქციეთ მეორე ტური! ბრძოლა გრძელდება, იმედი მაქვს კიდევ უფრო გავაქტიურდებით, გავერთიანდებით და საბოლოო გამარჯვებით ყველას ვანახებთ ერთად დგომის ძალას.

მთავარია გავერთიანდეთ და მშვიდობა გვქონდეს ქვეყანაში.

ძალა ერთობაშია!“