15 თებერვალს ენგურჰესი გაჩერდება

15 თებერვალს ენგურჰესი გაჩერდება – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს.

მისი განმარტებით, ჰესის გაჩერების მიზეზი გვირაბის დათვალიერება და სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც 2018 წელს დაიწყება.

სამუშაოების ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვიცე-პრემირი ირწმუნება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა არ შეექმნება.

კომენტარის დატოვება