“ქვეყანა ისევ გაყოფილია, დგას სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან ცუდი სუნი…”

კახა ძაგანია

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი

-“ქვეყანა ისევ გაყოფილია, დგას სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან ცუდი სუნი, კეთდება არასახელმწიფოებრივი განცხადებები და ისმის ძალადობრივი მოწოდებები. გრიგოლ ვაშაძეს არეულობა არ გამოუვა, მაგრამ ხალხის მობილიზაცია აუცილებელია. საზოგადოებამ უნდა დაანახოს “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ არასდროს დადგება მის გვერდით.

ჩვენ მხარს ვუჭერთ “ნაციონალების” არმოსვლას! სულ ყურში მაქვს მეგრელი კაცის ტირილი! აუცილებელია აქტიურობა და მეორე ტურში მონაწილეობის მიღება, მხოლოდ მახინჯი კოჰაბიტაციის დამწყები მთავრობის იმედზე ვერ ვიქნებით. ხალხმა უნდა ვიაქტიუროთ. მეორე ტურში “ნაცბანდას” უნდა ვუთხრათ არა!”