რეგულაციები მკაცრდება-ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა!

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში ფარმაცევტები საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.

მისი თქმით, არსებული ფულადი ჯარიმის მიუხედავად გარკვეული აფთიაქები მაინც განაგრძობენ უკანონოდ წამლის გაცემას, ამიტომ ახალი რეგულაციების დაწესების აუცილებლობა გაჩნდა, რაც საკანონმდებლო ცვლილებას არ საჭიროებს.

“არსებული კანონი მოითხოვს, ფსიქოტროპული მედიკამენტები გაიცეს მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ. რიგ შემთხვევაში, ეს დაცული არ არის და გარდა ჯარიმებისა და ადმინისტრაციული სახდელისა, ზემოქმედების სხვა მექანიზმი არ არის. ამ ცვლილებით ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, თუ ისინი დაარღვევენ კანონს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ახალი რეგულაცია  მთავრობას დასამტკიცებლად 3 აგვისტოს წარედგინება.

წყარო: interfactnews.ge

კომენტარის დატოვება