„მთავარია საკუთარი თავის რწმენა…“ – 22 წლის მეწარმის დიდი გეგმები

დაკო ბაქანიძე 22 წლის ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს და 2 შვილი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს საკმაოდ დიდი ყურადღება სჭირდებათ, ოჯახიც დიდ დროს ითხოვს და სწავლაც, დაკომ და მისმა მეუღლემ მაინც მოახერხეს და პატარა ბიზნესი დაიწყეს. ასე რომ, ახალგაზრდა დედიკო უკვე მეწარმეცაა.

მას ვაზისუბანში ნახევარფაბრიკატების მინი საწარმო და იქვე მაღაზია აქვს, პრობლემებს არ უშინდება,  დიდი გეგმები და საქმის გაფართოება აქვს მიზნად დასახული. ამბობს-მთავარია საკუთარი თავის გჯეროდეს, პრობლემებს არ შეუშინდე და ყველაფერი გამოგივაო.

ახალგაზრდა მეწარმეს გვერდით მდგომები სჭირდება, დამკვალიანებლებიც და რაღა თქმა უნდა მომხმარებლებიც, ასე რომ, შეუკვეთეთ „ბაკანი“ და დააგემოვნეთ 100% ნატურალური ხორცით დამზადებული ქართული პროდუქცია.