“შვილმკვდარ მამებს ექნებათ ელექტროენერგიის წყარო, აქ სატრაბახო არაფერია“

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს თბილისის მერია კარვებში ელექტროენერგიას და გამათბობლებს დაუმონტაჟებს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „პირისპირ“ დაადასტურა, რომ ზაზა სარალიძეს კარავში ელექტროენერგიის წყარო ექნება. ის გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციის იმის შესახებ, რომ შვილმკვდარ მამას, რომელიც პარლამენტთან გაშლილ კარავში იმყოფება, დენი და გათბობა გაუყვანეს.

„ამ ადამიანებს შუქი ჰქონდათ, მაგრამ კუსტარულად ჰქონდათ გაკეთებული. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად შევთანხმდით, რომ შვილმკვდარ მამებს ექნებათ ელემენტარულად ელექტროენერგიის წყარო,  რომელიც მათ არ დააზიანებთ. მგონი აქ სატრაბახო არაფერია“, – განმარტა კალაძემ.