ლევან ქობალია: ჩვენი მიზანია შევქმნათ ოპერატიული, სანდო და ხარისხიანი სპორტული სააგენტო

დღესდღეობით ინტერნეტში ვხვდებით უამრავ ვებ-პორტალს გასართობს, საინფორმაციოს თუ სპორტულს. დღეს ამ სივრცეს კიდევ ერთი ახალი, სპორტული სააგენტო შეემატა, ეს არის BlogSport.ge-საიტი, რომელიც სპორტულმა ჟურნალისტმა, ლევან ქობალიამ დააფუძნა. საიტზე და მის სამომავლო გეგმებზე ლევანს პირადად დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.

– ლევან პირველ რიგში დავიწყოთ საიტის შექმნიდან. რატომ გადაწყვიტეთ რომ სპორტული სააგენტო დაგეფუძნათ? 

– პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და “Gmtv.ge”-ს რადგან დამიკავშირდით და დაინტერესდით ამ თემით. დღეს ვებ-საიტიები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, როგორც დიზაინით ისე საიტის შიგთავსით. სიახლეებიც კი იდენტური აქვთ განთავსებული.

გადავწყვიტე შემექმნა ისეთი საიტი სადაც ხალხს საშუალება ექნება კომფორტულად გაეცნოს სიახლეებს, ჩაერთოს გამოკითხვაში, მიიღოს მონაწილეობა გათამეშებებში და უყუროს პოპულარულ მატჩებს პირდაპირ ეთერში. არ შემიძლია დიდი მადლობა არ გადავხუადო საიტის ტექნიკურ დირექტორს, გიორგი დუნდუას, რომელმაც იმუშავა საიტის ლოგოზე და დიზაინზე. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ჟურნალისტებს.

– რა იგეგმება იმისათვის რომ Blogsport.ge ხალხისათვის რჩეული საიტი გახდეს? 

– საიტი ახალი ჩართულია, ჟურნალისტები, თითქმის მთელი რედაქცია რაც ახლა არის, ახალი მოყვანილია, რიგი პროექტები განსახორციელებელია, მაგრამ ამისათვის გვჭირდება ცოტაოდენი დრო, რომ შევქმნათ განსხვავებული, ხალხზე მორგებული სპორტული საინფორმაციო ვებ-პორტალი.

-რატომ უნდა ეწვიოს ხალხი თქვენს ვებ-გვერდს? 

BlogSport.ge ახალი, საინტერესო, განსხვავებული, სიახლეებით დახუნძლული სპორტული საიტია, რომელიც შეიქმნა რათა მოგაწოდოთ სანდო და საინტერესო ინფორმაცია, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად. ჩვენ, ვეცდებით მაქსიმალურად თქვენზე მორგებული ვებ-სივრცე შევქმნათ და თქვენთვის კომფორტული გავხადოთ იგი. სადაც გაეცნობით საინტერესო სიახლეებს, ინტერვიუებს, იხილავთ ვიდეოებს, საინტერესო მატჩებს და ჩაერთვებით გათამაშებებში, ინტერაქტივებში, რომელსაც ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ. BlogSport.ge- სწრაფი, სანდო, ხარისხიანი.  

დავით დოლიძე