“დატესტეს სიტუაცია ატოცში, მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი!..”

როგორც საზოგადოებამ უკვე იცის, ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის  წევრებს პოლიცია არ აძლევდა უფლებას, ადრინდელ, შეთანხმებულ რეჟიმში იმორიგათ საოკუპაციო ზოლთან.

იხ.

https://www.gmtv.ge/51828-2/

რა მდგომარეობაა ახლა ატოცში, ამაზეძალა ერთობაშია“- წარმომადგენელი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ამბობს:

-დატესტეს სიტუაცია ატოცში:
პოლიციამ ჩვენი კარვის უკან გადმოწევა მოითხოვა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ოკუპანტების გადაადგილების კონტროლს ვკარგავდით.
დათო ქაცარავამ გუნდის სახელით განაცხადა, რომ კარავს არ გადაწევდა.
მოხდა მცირე შელაპარაკება პოლიციასთან.
ატოციდან დათოს ლაივს ჰყავდა უამრავი მაყურებელი.
თბილისიდან ადამიანები თვითორგანიზებულად დაიძრნენ ატოცისკენ.
მათი ნაწილი პოლიციამ ატოცში შესვლამდე, საგუშაგოსთან შეაჩერა, მაგრამ მერე ვიღაც გონიერი მიხვდა, რომ ეს უარესი იყო და მანქანები გაატარეს.
ატოცში ჩავიდნენ ზაზა სარალიძე, ნატა ფერაძე, მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” ახალგაზრდები და სხვები.
დაინტერესდა თითქმის ყველა სერიოზული მედიასაშუალება.
გართულების შემთხვევაში თბილისიდან გასასვლელად მზად არიან ელისო კილაძე და სხვა ჟურნალისტები.
ჩვენი კარავი ადგილზეა, პოლიციის საგუშაგო არაა ჩაკეტილი.
ტესტის პასუხი ხელისუფლებისთვის – “არ გამოვა ეგ ამბავი”.
ტესტი დასრულებულია.
მადლობა ყველას, თანადგომისთვის“