თათია სამხარაძემ რამიშვილს სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო

სექსუალური შევიწროების ბრალდებით დაწყებული დავა, თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სააპელაციო სასამართლოში მოუგო.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილ თანამშრომელს, შალვა რამიშვილს ბრალად ედება თათია სამხარაძის მიმართ სექსუალური შევიწროება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შალვა რამიშვილს თათია სამხარაძის მიმართ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

თათია სამხარაძე განმარტავს, რომ საქმე არის პრეცედენტული და ეს ბევრ სხვა ქალს დაეხმარება, რათა საკუთარი უფლებები დაიცვან.