ყველა დეპუტატს უნდა ჰქონდეს გახარიასთან კითხვების დასმის საშუალება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პლენარულ სხდომაზე უპასუხებს, რადგან ყველა დეპუტატს უნდა ჰქონდეს მინისტრისთვის შეკითხვის დასმის უფლება.

-„იყო რამდენიმე კომიტეტისგან იმის ინტერესი, რომ მომხდარიყო მოსმენა და შეხვედრა გიორგი გახარიასთან და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ყველა დეპუტატს მიეცეს გიორგი გახარიასთან კითხვების დასმის საშუალება. ამისათვის ერთადერთი ფორმატი არის პარლამენტის პლენარული სხდომა. ვფიქრობ, ეს ფორმატი საუკეთესოდ პასუხობს დეპუტატების, კოლეგების ინტერესებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.