„ეს შეხვედრა აღიქმება, როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. კობახიძის თქმით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

ამ შეხვედრას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები – ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გამოეხმაურნენ და საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

„ეს შეხვედრა აღიქმება, როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა. ეს შეხვედრა ჩვენთვის მიუღებელია“, – აცხადებს ანა დოლიძე.

ნაზი ჯანეზაშვილი კი აცხადებს, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც პარლამენტს მისცემს შანსს აირჩიოს მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები. ამ ცვლილებებით მოსამართლეების დანიშვნა უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერით. დღეისათვის გადაწყვეტილება საბჭოს წევრთა უმრავლესობით მიიღება.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.