„მემარცხენე ალიანსი“ გაეროს დასკვნას ეხმიანება და ინიციატივით მთავრობას მიმართავს

გაეროს შოკისმომგვრელ დასკვნას  ქართული ეთნოსი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად გაქრობის შესახებ „მემარცხენე ალიანსი“ ეხმაურება და ხელისუფლებას ახალი ინიციატივით მიმართავს.

-ვართ შეშფოთებული გაეროს შოკისმომგვრელი დასკვნით  ქართული ეთნოსის შესახებ! ვართ შეშინებულნი იმით, თუ როგორი გეომეტრიული პროგრესიით იკლებს ქართული ეთნოსი. უპირველესი მიზეზი რაღა თქმა უნდა არის ეკონომიკური, მატერიალური და ფინანსური ფაქტორი.

სამწუხაროა, რომ მსხვილი ბიზნესი ქვეყანაში დაკავებულია არჩევნების, პოლიტიკოსებისა და პარტიების დაფინანსებით. ვიღაცეებთან პოლიტიკური ქულების დაწერას ნამდვილად სჯობს მსხვილმა ბიზნესმა მომავალ თაობაზე იფიქროს და სწორედ მომავლის გადარჩენაში ჩადოს ფინანსი.

„მემარცხენე ალიანსი“ მივმართავთ პარლამენტს, მთავრობას რაც შეიძლება მალე შეიტანონ საგადასახადო კოდექსში ცვლილება და ჩვენი ინიციატივით, კომპანიებს, რომელთან აქვთ 100 ათასი და მეტი ბრუნვა, დაეკისროთ მრავალშვილიანი, შეჭირვებული ოჯახების დახმარება. სწორედ მათ უნდა აიღონ შეფობა ასეთ ოჯახებზე და შევძლოთ გადავარჩინოთ ქართული ეთნოსი.

რა თქმა უნდა ეს ინიციატივა არ არის არც ვინმეს გაღარიბებისკენ ან მავანთა გამდიდრებისკენ მიმართული. კომპანიებს უნდა ჰქონდეთ ვალდებულება და ახლა დროა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ კანონის ინიცირება.

მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს იმოქმედოს ახლავე, რადგან დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს“-ნათქვამია „მემარცხენე ალიანსის“ ახალ ინიციატივაში.

შეგახსენებთ-დასკვნაში წერია:

2014 წლის აღწერის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 3, 714 000 ადამიანს ითვლის. აქედან 3, 2 მილიონი არის ქართველი, მაგრამ რეალურად ქართველების რაოდენობა ბევრად მცირეა, რადგან ზოგიერთი სხვა ერის წარმომადგენელი თავს ქართველად მიიჩნევს და აღწერის დროსაც ეროვნებაში ქართველს უთითებდა. ამას გარდა გასათვალისწინებელია ქართულ გვარზე გადმოსული უცხოელების რაოდენობაც, რაც არც თუ ისე მცირეა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველების რაოდენობა 3 მილიონს ჩამოცდა და დაახლოებით 2, 9 მილიონია.
გაეროს მონაცემებით ქართველები 2050 წელს საკუთარ ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობად ვიქცეოდით. მათი გათვლებით 2030 წელს საქართველოს მოსახლეობა 3, 7 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა საქართველოს მოახლეობა იმაზე უფრო კატასტროფულად მცირდება, ვიდრე გაერომ იწინასწარმეტყველა და საქართველოს მოსახლეობა 3, 7 მილიონი 2030 წელს კი არა, 2014 წელს გახდა. სულ რაღაც 29 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა -1, 8 მილიონით შემცირდა. სიკვდილიანობამ შობადობას ოფიციალურად გადააჭარბა, ამას ემატება ემიგრაცია, რის გამოც მოსახლეობის რაოდენობა კატასტროფულად მცირდება. თუ მდგომარეობა არ შეიცვალა (სამწუხაროდ ყველაფერი აქეთკენ მიდის) ქართველი ერი 2 საუკუნის წინანდელივით ისევ გადაშენების პირას მივა.