რუსეთის საპატრიარქო თანახმაა საქართველოს პატრიარქის წინადადება მიიღოს

 

საქართველოს საპატრიარქოში ვიზიტის დროს  მოსკოვის მიტროპოლიტმა ილარიონ  ალფეევმა მზადყოფნა გამოთქვა, რუსეთმა  მიიღოს ილია მეორის წინადადება აფხაზეთში პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.

მოსკოვის პატრიარქის წარმომადგენლის, მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა თითქმის ავტოკეფალიად, პოზიციებს ისევ ინარჩუნებს და მსოფლიო პატრიარქს მოიხსენიებს.  ისინი  თავს  მიტროპოლიას უწოდებენ. „კირილესთან ბოლო შეხვედრისას თქვენ გააჟღერეთ, რომ აფხაზეთში არსებული სიტუაციის დასარეგულირებლად ახალ სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, ჩვენ მზად ვართ ამისათვის, რადგან იქ ბევრი პრობლემაა რომელიც გადაჭრას საჭიროებს“.- აღნიშნა  რუსეთის მეუფემ.

შეხვედრაზე საქართველოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი  ილია მეორე მოსკოვში მიიწვიეს. 4 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენის 100 წლის იუბილე გაიმართება.