დიღომში მომხდარ აფეთქებაზე “ყაზტრანსგაზ-თბილისი” განცხადებას ავრცელებს

დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადება გაავრცელა “ყაზტრანსგაზ-თბილისმა”

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს”- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს

ბოლო მონაცემებით, დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულია 4 დაშავებულია 7 ადამიანი, მათგან 6 ბავშვია

ყაზტრანსგაზის თანამშრომლები ამჟამად დიდი დიღმის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.