ინტერვიუმთავარისაზოგადოება

„ერი და სახელმწიფო“ – ვიხილავთ თუ არა ახალ ორგანიზაციას მომავალ არჩევნებში…

ზვიად ტომარაძე ახალი ორგანიზაციის შექმნას აანონსებს და აცხადებს:

თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფო”. გაგაცნობთ ორგანიზაციის ზოგად პრინციპებს:

  1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ტყე, წყლის რესურსები, წიაღისეული და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსები შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს ან საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში.
    2. სახელმწიფოში უნდა არსებობდეს შიდა ბაზრისა და ადგილობრივი წარმოების დაცვის პოლიტიკა. გარდა ამისა, საქართველო უნდა იყოს მწარმოებელი და არა მხოლოდ მომხმარებელი სახელმწიფო. ამისთვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია „სასურსათო ეკონომიკური უსაფრთხოების“ შექმნა, რაც გულისხმობს მოსახლეობის ადგილობრივი წარმოების კვების ძირითადი პროდუქტებით უზრუნველყოფას.
    3. ეთნო-კულტურული ბალანსის დაცვისა შენარჩუნების მიზნით აუცილებელია სწორი საემიგრაციო და დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება.
    4. სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს რეგიონების ურბანული და აგრარული განვითარება-გაძლიერება.
    5. საქართველოს გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან გამომდინარე, ქართული ჯარი უპირველეს ყოვლისა უნდა პასუხობდეს ლოკალურ თავდაცვით ამოცანებს, უნდა გამოირჩეოდეს მაღალი თავდაცვისუნარიანობით და იყოს მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე ორიენტირებული.
    6. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მომავალი თაობის აღზრდაზე და განათლებაზე, რაც გამოიხატება პატრიოტული სულისკვეთების დანერგვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში.
    7. აზარტული თამაშები, ნარკომანია და სხვა მსგავსი ანტისოციალური მოვლენები, როგორც საზოგადოების დეგრადაციის და მრავალი ოჯახის გაღატაკების გამომწვევი მიზეზი უნდა რეგულირდებოდეს შესაბამისი კანონმდებლობით.
    8. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მოქალაქეთა ცხოვრების დონის რეალური მინიმალური სტანდარტი. მათ შორის ჯანსაღი საკვების ხელმისაწვდომობაზე, ჯანდაცვაზე, უსაფრხო და სუფთა გარემოზე.
    9. ქვეყნის გარედან მიზანმიმართულად თავსმოხვეული ნებისმიერი იდეოლოგიური პროპაგანდა დაუშვებელია და სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს აღკვეთილი.
    10. საქართველოს სახელმწიფო რომელიც მდიდარია რესურსებით და გააჩნია ფართო პერსპექტივები, ზემოაღნიშნული პრობლემური საკითხების მოუგვარებლობიდან გამომდინარე არის სისტემურ კრიზისში, რომელიც მის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. აღნიშნული კრიზისის გამომწვევი მიზეზი არის წლების განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებების მიერ ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარება, ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა და ბუნებრივი რესურსების გაყიდვა.

ჩვენ თავად ორგანიზაციის დამფუძნებელს, ზვიად ტომარაძეს დავუკავშირდით.

-ბატონო ზვიად, სოციალურ ქსელში თქვენმა განცხადებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მოძრაობა პოლიტიკურია თუ საზოგადოებრივი?

-საზოგადოებრივი.

-ხდება თუ არა თქვენთან გაწევრიანება და სად უნდა მოვიდნენ მსურველები?

-დიახ, გაწევრიანება ხდება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მობრძანდეს მისამართზე თებერვლიდან ტეტელაშვილი 8. შაბათ-კვირას, 12-18 საათმდე.

-ვინ არიან თქვენს გვერდით ახალ ორგანიზაციაში?

-ცნობადი სახეები არ არიან, თუმცა სამომავალოდ ცნობადი სახეებიც იქნებიან.

-ისე, ბატონო ზვიად, ცნობადს  რეალურად ჭკვიანი და საქმის მკეთებელი კი ჯობია, დავიღალეთ ამ ცნობადი სახეების ყველა დროში წრეზე ტრიალით. კარგით, ეს პატარა გადახვევა იყო, თემას დავუბრუნდეთ- ვიხილავთ თუ არა ახალ ორგანიზაციას მომავალ არჩევნებზე ცესკოს სიაში?

-არ ვიცი დრო გვიჩვენებს.

-წარმატებები.