ბიჭის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, 12 წლის გიგა ბაგაშვილის ცხედარი აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე თხრილში იპოვეს. მოზარდს ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა ეძებდა. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან მის საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

წინასწარი ინფორმაციით, 12 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი მიწის ჩამოშლა გახდა, რამაც მოზარდი ქვეშ მოიყოლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გიგა ბაგაშვილის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და მშობლების დასახმარებლად ბავშვი ჯართს ხშირად აგროვებდა.

წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.