აუდიტის სამსახურმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გამოავლინა

აუდიტის სამსახურმა  წინა საარჩევნო კამპანიის დროს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გამოავლინა.

სულ გამოვლენილია და სასამართლოში გადაიგზავნა 14 საქმე:

1. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ მეორე ტურის წინ სააგიტაციო ბროშურების დაბეჭდვის ღირებულება. დაჯარიმდა ხარჯის გამწევი პარტია – 30,590 ლარი
2. ფ/პ ლაშა ცუცქირიძე დაჯარიმდა, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას დაეკისრა თანხის ბიუჯეტში გადარიცხვის ვალდებულება – 20000 ლარი.
3. ფ/პ ნიკოლოზ დალაქიშვილი დაჯარიმდა, ხოლო ევროპულ საქართველოს დაეკისრა თანხის ბიუჯეტში
გადარიცხვის ვალდებულება – 4000 ლარი.
დაჯარიმდა საარჩევნო სუბიექტი სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურის წინ მოძრაობების ,,არა ნაციზმს” და ,,მე ვიცავ თავისუფლებას” განხორციელებული აქტივობების გამო და ჯამში თანხამ შეადგინა 67,520 ლარი. დაჯარიმდნენ ასევე 1. ,,ქართული ოცნება” – „ქართული ოცნების“ FACEBOOK გვერდზე საარჩევნო სააგიტაციო პოსტების დაფინანსების
ხარჯი – 199170 ლარი
2. ნაციონალური მოძრაობა – შპს „ავტოჰაუსი – რუსთავი 2011“-ის მიერ განხორციელებული შემოწირულება -60000 ლარი და „ქრისტიან-კონსერვატორული პარტიის“ მიერ
თელავსა და გორში ნაქირავები 2 ოფისის გამოყენება – 13440 ლარი.
3. ევროპული საქართველო – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოს“ მიერ ნაქირავები 17 ოფისის გამოყენება „ევროპული საქართველოს“ მიერ – 103 474 ლარი და ფ/პ ნათია მილდიანის შემოწირულობა 20000 ლარი