მუქარა, ზეწოლა და ფიზიკური ანგარიშსწორება ხარაგაულში

“ქართული ოცნება’’ წინასაარჩევნოდ შანტაჟისა და მუქარის გამოყენებით ცდილობს მიაღწიოს სასურველ შედეგს – განაცხადა ‘’ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების’’ ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ მაჭავარიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

,,ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს კობა ლურსმანაშვილს უკვე წაგებული აქვს არჩევნები ბაღდათისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში, რაც მის შეხვედრებზე მოსახლეობასთან ნათლად ჩანს. მას სხვა გზა არ დარჩენია გარდა იმისა, რომ შანტაჟისა და მუქარის გამოყენებით მიაღწიოს სასურველ შედეგს. მსგავსი მეთოდები მისთვის უცხო არ არის. გამგებლად მოსვლის დღიდან იგი იდიალურად შეეწყო ‘’ნაციონალური მოძრაობის” ,,ქართულ ოცნებაში” პორტირებულ წევრებს და მათი მანკიერი თვისებები სრულად აითვისა, ცდილობს წარმართოს საარჩვნო კამპანია იმავე მეთოდებით, რასაც ხალხმა 2012 წელს უთხრა უარი.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი პარტიის აქტიურ მხარდამჭერზე რატი იჩქიტიძეზე განხორციელდა არა ერთი მუქარა და შანტაჟი. მამამისი ოლეგ იჩქიტიძე დაიბარა ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის უფროსმა და დაემუქრა, თუ მისი შვილი გააგრძელებდა აგიტაციას მას გაანთავისუფლებდნენ სამსახურიდან.

მის ტელეფონზე იყო სხვადასხვა ნომრიდან მუქარის, შეურაცყოფის ზარები.

რამოდენიმე დღის წინ დარეკა დეპუტატობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის ძმამ და დაემუქრა: თუ იგი არ შეწყვეტდა ინტერნეტში ,,პოსტების“ წერას მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ – იყო სხვასხვა სახის შეურაცმყოფელი მუქარებიც.

აღნიშნული საუბრის სატელეფონო ჩანაწერს გადავცემთ უწყებათა შორის კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რათა მიღებული იქნას შესაბამისი ზომები და მსგავსი ქმედებები შემდგომში არ განმეორდეს სხვა აქტივისტებზე.

ადამიანებმა მსგავს მეთოდებს უკვე უთხრეს უარი 2012 წელს და დასანანია, ხარაგაულის ,,ქართული ოცნების” კანდიდატი ,,ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ძალადობის მეთოდების ერთგული, რომ რჩება’’, – განაცხადა ზურაბ მაჭავარიანმა.

 

კომენტარის დატოვება