ლევან ბერძენიშვილი: რეიტინგით შეშინებული პარტია მე არ მინახავს…

-“როდესაც ხარ ახალგაზრდა, ხან ვერ ხედავ პერსპექტივას და შეიძლება ისეთი რამ წამოიწყო, მერე ინანო, მე კი გამიმართლა და ჩვენს იდეას ნაყოფიერი პროექტის შექმნა მოჰყვა, ასე რომ მე ვარ ყველაზე ბედნიერი ადამიანი. როცა დამაპატიმრეს, მახსოვს, გამომძიებელმა მითხრა-ჭკვიანი ხალხი ჩანხართ და რატომ წამოიწყეთ ეს, ხომ იცოდით რომ დაგაპატიმრებდნენო. ჩვენ ვიცოდით ყველაფერი, მაგრამ ვოცნებობდით როგორ შეაღებდა საქარტველო ნატოს კარს, როგორ დაიშლებოდა სსრკ…

ახლა ვარ ბედნიერი, რომ ვიზალიბერალიზაციის სახით დაიძრა საკითხი, რომელიც მაშინ ვერც კი წარმოგვედგინა. ახლა გვეუბნებიან და გვაშინებდნენ, რეიტინგი არ გაქვთო-ციხემ არ შეგვაშინა, იატაკქვეშეთმა და რეიტინგით გვაშინებენ? რეიტინგით შეშინებული პარტია მე არ მინახავს“-განაცხადა „არჩევანში“ ლევან ბერძენიშვილმა.

 

 

 

კომენტარის დატოვება