ელისო ჩაფიძე: ვიაროთ წინ… ნაკლები ბოღმა და მეტი შრომა!

უმრავლესობის დეპუტატი ელისო ჩაფიძე ქვეყნის განვითარებისა და უკეთესი მომავლისთვის მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავს.

-„სახელმწიფოებრივი აზროვნება და განვითარების სტრატეგია – ვიაროთ წინ… ნაკლები ბოღმა და მეტი შრომა – მხოლოდ ამაში ვხედავ გამოსავალს… ადამიანიც მაშინაა პიროვნულად ძლიერი და ბედნიერი, როცა რაღაცას ქმნის და დარწმუნებულია, რომ სარგებლის მოტანა შეუძლია.

ვფიქრობ, საქართველომ კიდევ ბევრი უნდა იფიქროს მსოფლიოში საკუთარ უნიკალურ ფუნქციაზე, ხოლო მისმა მოქალაქეებმა იმაზე, როგორ შევიტანოთ ჩვენი უნიკალური წვლილი კაცობრიობის ისტორიაში, რომლის საზღვრები და ღირებულებები სულ უფრო სწრაფად იცვლება“-აცხადებს ჩაფიძე.

კომენტარის დატოვება