სირიამ გაეროში იზრაელის მიმართ მუქარა გააჟღერა

გაეროში სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა ბაშარ ალ-ჯაფარიმ განაცხადა, რომ სირიას შეუძლია დარტყმა მიაყენოს თელ-ავივის აეროპორტს, თუ გაერო იზრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ ზომებს არ მიიღებს. მან ისიც აღნიშნა, რომ ეს არის „სირიის მხარის კანონიერი უფლება“ და ასეთი საპასუხო დარტყმე „იმათ ყურადღებასაც მიიპყრობს, ვინც ომს ხელოვნურად აჩაღებს“.

-21 იანვრის ღამეს იზრაელის ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა სირიაზე. დადგა დრო გაერომ იმოქმედოს და შეწყდეს იზრაელის სირიაზე თავდასხმები. 21 იანვარს იყო ყველაზე მაშტაბური იერიში 2018 წლის განმავლობაში“-გაეროში სირიის მუდმივი წარმომადგენლის სიტყვებს SANA გადმოსცემს.

იზრაელის არმია აცხადებს, რომ ეს იყო სირიის მიერ განხორციელებული იერიშის საპასუხო დარტყმა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით დაღუპილია 4 სირიელი სამხედრო. არაოფიციალურად კი მსხვერპლის რიცხვი მეტია და 11 სამხედროა დაღუპული.